გიორგი მარგველაშვილი: დავით პატარაიამ გადაწყვიტა დაბრუნებოდა აკადემიურ საქმიანობას

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისი ადმინისტრაციის უკვე ყოფილმა უფროსმა დავით პატარაიამ გადაწყვიტა დაბრუნებოდა აკადემიურ საქმიანობას.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დავით პატარაია 2 წელი უმნიშვნელოვანეს თანამდებობებს ხელმძღვანელობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში – ეს იყო საპარლამენტო მდივნის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა.
“მე მინდა საჯაროდ ვუთხრა მადლობა ჩემს მეგობარს და ჩემი გუნდის წევრს, ბატონ დავითს. მან გადაწყვიტა დაბრუნებოდა აკადემიურ საქმიანობას და საჯაროდ მინდა წარმატება ვუსურვო ამ მიმართულებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი უფროსი გიორგი აბაშიშვილი ჩვენი გუნდის აქტიური წევრია და მე მასაც ვუსურვებ წარმატებას ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: სხვა კონსტიტუციურ ფორმატს, სადაც ასეთი მაღალი გადაწყვეტილებები არის მიღებული, ჩვენ არ ვიცნობთ
შემდეგი სტატიასაფრანგეთის მთავრობამ ტერაქტების განმეორების შემთხევვისთვის ინსტრუქცია გამოაქვეყნა