გიორგი კვირიკაშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი “ევრაზიის გვირაბის” გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს სტამბოლში, “ევრაზიის გვირაბის” გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური, თურქეთს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანსა და თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმთან.

გიორგი კვირიკაშვილი ასევე, ბეშიქთაშის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე პატივს მიაგებს 10 დეკემბერს მომხდარი ტერორისტული აქტის მსხვერპლთა ხსოვნას.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიგეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ენერგომომარაგება შეეზღუდება
შემდეგი სტატიათეთრი სახლი: ვუსამძიმრებთ რუს ხალხსა და მთავრობას