გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ენერგომომარაგება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც ”თაიმერს” კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 დეკემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1520 აბონენტს ხელვაჩაურის რაიონის სოფლებში ახალშენი და განახლება, 11:00-დან 17:00 საათამდე 532 აბონენტს გონიოში; 22 დეკემბერს 12:00-დან 14:00 საათამდე 1347 აბონენტს ჩოხატაურის რაიონის სოფლებში ზოტი, თავპანტა, ნაბეღლავი, ხევი და ბჟოლეთი; 23 დეკემბერს 11:00-დან 13:00 საათამდე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მეჯინისწყალში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ამომრჩეველთა კოლეგიამ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად აირჩია
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავა