გარდაცვლილი ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს რუსეთში ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს საქართველოს მას შემდეგ გადასცემენ, რაც მას ექსპერტიზა რუსეთის ფედერაციაში ჩაუტარდება – ამის შესახებ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა.
საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხი დღეს ე.წ. საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე ინციდენტების აღკვეთისა და რეაგირების ტექნიკური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. ჯიოევის განცხადებით, შეხვედრა ქართული მხარის თხოვნით გაიმართა. მან ასევე თქვა, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოფიციალურმა პირებმა არჩილ ტატუაშვილის ახლობლებს და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ გარდაცვლილის საქმიანობის მიუხედავად, რომლის გამოც ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოლიციას მასთან შეკითხვები ჰქონდა, მომხდარი ტრაგედიაა.

ჯოლიევის თქმით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ექსპერტიზის მასალები რუსეთში დამოუკიდებელ ექსპერტებს გადაეგზავნათ. “როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტატუნაშვილის სიკვდილი გულის უკმარისობამ გამოიწვია, ეს ჩვენმა წინასწარმა ექსპერტიზამ დაადასტურა. და იმისათვის, რომ ჩვენი დასკვნები დაადასტურონ დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, მასალები დამოუკიდებელ ექსპერტიზაზე გავაგზავნეთ” – თქვა ჯოიევმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გარდაცვლილის ცხედარი და ექსპერტიზის ასლები, პასუხის მოსვლისთანავე ქართულ მხარეს გადაეცემა. ჯოიევი თვლის, რომ მხარეები უნდა შეეცადონ რომ მომხდარმა პოლიტიკური სარჩული არ მიიღოს და “არ გაართულოს ისედაც გართულებული მდგომარეობა არ დაძაბოს სიტუაცია”.

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში ასევე, თქვა, რომ ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე. სამივეს სპეციალური საშვი ჰქონდა ე.წ. საზღვრის გადასალახად პუნქტ “რაზდახანთან”. “შაბათს ისინი გაანთავისუფლეს და ახლა საკუთარ სოფელ ლენინგორში იმყოფებიან. რადგანაც გამოძიებას, შესაძლებელია, მათთან შეკითხვები გაუჩნდეს, ისინი დროებით რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან, შემდეგ კი, მათაც გადავცემთ ქართულ მხარეს” – განაცხადა ჯოიევმა, რომელმაც დააკონკრეტა, რომ ტატუნაშვილმა, სავარაუდოდ, საშვი იმიტომ მიიღო, რომ მისი ბებია ლენინგორში ცხოვრობს.
მურატ ჯოიევის თქმით, ქართული მხარე, რომელმაც ტატუნაშვილის სიკვდილის გამო ეუთოს, ევროკავშირს და ჟენევის მოლაპარაკებების მხარეებს უკვე მიმართა, დაინტერესებულია იმით, რომ საქმე არასასურველი მიმართულებით არ წარიმართოს და ყველაფერი ობიექტურად იქნეს გამოძიებული – ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაიამ დევნილ ქალბატონს 100 წლის იუბილე მიულოცა
შემდეგი სტატიაავტოავარია სოფელ ჯგალში-დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი