ავტოავარია სოფელ ჯგალში-დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი

რამდენიმე წუთის წინ, სოფელ ჯგალში, ორ ფეხით მოსიარულეს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ზვიად ჩალიგავა ადგილზე დაიღუპა, მეორე კი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებული ეროვნებით ბერძენია გვარად დადუცა-იუწყება “თაიმერის” კორესპონდენტი ადგილიდან.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს ადასტურებს. როგორც უწყებაში “თაიმერს” განუცხადეს საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

banner
წინა სტატიაშიგარდაცვლილი ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს რუსეთში ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ
შემდეგი სტატიასაქართველოში აშშ-ს საელჩო ოკუპირებული ცხინვალში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს