გამოკითხულთა 26%-სთვის 2012 წლის შემდეგ ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 2012 წლის შემდეგ, მისი ოჯახის მდგომარეობა იგივე დარჩა.

კითხვაზე – 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თქვენ და თქვენი ოჯახის მდგომარეობა როგორ შეიცვალა, გამოკითხულთა 56% პასუხობს, რომ მათი მდგომარეობა არ შეცვლილა.

NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 26%-სთვის მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო 17%-სთვის 2012 წლის შემდეგ უკეთესობისკენ წავიდა.

კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბერიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, 3,141 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida)აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა მინისტრის მოადგილე მოქალაქეებს სესხების „გალარების“ პროგრამაში მონაწილეობას ურჩევს
შემდეგი სტატია“ჩვენი შვილები ”აიფონებში”, ”აიპადებში” არიან ჩამძვრალი, ეზოში ჩასვლაც არ უნდათ”