ამ გაყვანის მიზანი იყო პოლიტიკური ზეწოლა – ზაზა ბიბილაშვილი მერაბიშვილის საქმეზე

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივლისი 16, 2017 00:13

ამ გაყვანის მიზანი იყო პოლიტიკური ზეწოლა – ზაზა ბიბილაშვილი მერაბიშვილის საქმეზე

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ბიბილაშვილი, განსხვავებული აქცენტების ეთერში ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას ეხმაურება.

„ჩვენ ვიცით, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არის საშოვარზე მოსული და რომლის ერთადერთი პოლიტიკური მოტივაცია, პოლიტიკური მისია, პოლიტიკური დავალება არის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ცხრა წლის დელეგიტიმაცია. არანაირი სხვა მიზანი ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას არ ჰქონია,“ – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

მან პარალელი გაავლო თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მოტაცებასთან და აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმის მსგავსად, ამჯერადაც ხელისუფლება გაუმართავ კამერებს აბრალებს ყველაფერს.

„სინამდვილეში საქმე გვაქვს იმასთან, რომ თვითონ ხელისუფლება არის მთავარი დამნაშავე, სჩადის გაუგონარ დანაშაულს,“ – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილი.

ზაზა ბიბილაშვილმა აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილის გაყვანის მიზანი მასზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენა წარმოადგენდა.

„ამ გაყვანის მიზანი, თავზე ტომრის გადაცმის მიზანი იყო ის, რომ მომხადარიყო მათზე პოლიტიკური ზეწოლა,“ – აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივლისი 16, 2017 00:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,691
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics