ირაკლი კორძაიას მონათხრობი ასახავს სინამდვილეს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასმართლომ დადგინა

„ირაკლი კორძაიას მონათხრობი ასახავს სინამდვილეს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასმართლომ დადგინა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მტკიცების მაღალი სტანდარტით დადგინდა, რომ ივანე მერაბიშვილი ნამდვილად იქნა გაყვანილი ციხიდან“, – ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე, სასჯელაღსრულების ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი კორძაიას, განცხადებებს ვანო მერაბიშვილის ციხიდან შესაძლო გაყვანის შესახებ.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის, თქმით, მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდ დიდი პალატის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„ეს ფაქტი დადგენილია, გადაწყვეტილება გასაჩივრებულია, ველოდებით დიდი პალატის შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, რომელიც უმოკლეს ხანებში გახდება ჩვენთვის ცნობილი“, – განაცხადა კახიძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, ხელისუფლების მიზანი იყო ოპოზიციის განადგურება. მიზანი იყო ნაციონალური მოძრაობის განეიტრალება და კახიძის შეფასებით, მერაბიშვილის ციხიდან გაყავანა ამ მიზანს ემსახურებოდა.

მისი შეფასებით, პრემიერმინისტრმა საქმე ჩაფარცხა.

banner
წინა სტატიაშიმერაბიშვილის საკნიდან გაყვანის სკანდალი გრძელდება – სუბარი კორძაიას ბრალდებებს “აბსურდს” უწოდებს
შემდეგი სტატიაამ გაყვანის მიზანი იყო პოლიტიკური ზეწოლა – ზაზა ბიბილაშვილი მერაბიშვილის საქმეზე