ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს უმრავლესობა და უმცირესობა იწონებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსების განაკვეთი გაზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს გიორგი ქადაგიძეს მიმდინარე წლის 25 თებერვალს უფლებამოსილების ვადა ეწურება.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარედგინება.

კობა გვენეტაძე სამომავლო გეგმებზე არ საუბრობს, პარლამენტში კი მის კანდიდატურას ოპოზიცია და უმრავლესობა დადებითად აფასებენ.

გვენეტაძე მისაღებია „თავისუფალი დემოკრატებისთვის“. დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ ,,ასეთი კანდიდატები ბევრი არ გვყავს და არ მგონია, რომ ამ კანდიდატურაზე საფიქრალი იყოს. ის ძალიან კარგი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება“.

დავით უსუფაშვილის თქმით, „საქართველოს ეროვნული ბანკი უნდა მოვიაზროთ,როგორც სტაბილური, სკანდალების და აურზაურის გარეშე მოქმედი უწყება და მას უნდა ჰყავდეს კვალიფიცური და გამოცდილი ხელმძღვანელები“

გევნეტაძეს დადებითად აფასებენ ეკონომიკის ექსპერტებიც. ლევან კალნდაძის თქმით, კობა გვენეტაძის შესვლით ეროვნული ბანკის საბჭოში მნიშვნელოვნად გაიზრდება თავად ეროვნული ბანკის წონა, ,,ის გადაწყვეტილებები იქნება გაცილებით კომპეტენტური და შედეგზე ორიენტირებული“- განაცხადა ეკონომისტმა ლევან კალანდაძემ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: თუ ყველა შესატყვისი საბუთი არ იქნება, სამუშაოები შეჩერდება
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: ე.წ. სამხრეთ ოსეთი 2008 წლის ომის გამოძიების საქმეში მხარე არ არის