ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 71-ე შეხვედრა გაიმართება. მხარეები გასულ თვეში ე.წ. საზღვრის სიახლოვეს მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის დირექტორის მოადგილის კახა ქემოკლიძეს განცხადებით, ქართული მხარე გააპროტესტებს გამყოფი ხაზის მავთულხლართებით და ბანერებით მონიშვნის სამუშაოებს და მხარეები ასევე იმჯელებენ რუსი სამხედროების მიერ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული პირების გათავისუფლების შესაძლებლობებზე.
გარდა ამისა, ქართული მხარე ოსურ დელეგაციას კიდევ ერთხელ მოითხოვს ახალგორში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის ექსპერტიზის შედეგების სრულად გადმოცემას და უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ გრიგოლ ნალბანდოვის მოძიებას.

banner
წინა სტატიაში”პატრიოტთა ალიანსმა” ცესკო-ს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა
შემდეგი სტატიასოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და აკვაკულტურის განვითარების ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა