სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და აკვაკულტურის განვითარების ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ გამგეობის თავმჯდომარემ, სოფიო დიასამიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

როგორც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ აღნიშნა, აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობა თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვის აუცილებლობას გულისხმობს. შესაბამისად, მემორანდუმის ფარგლებში, განხორციელდება სამეცნიერო-კვლევით ცენტრის მიერ რეკომენდებული თანამედროვე მეთოდების გაცნობა-სწავლება და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება შემდეგი მიმართულებებით: წითელ წიგნში შეტანილი ზოგიერთი ადგილობრივი თევზის უნიკალური ჯიშის (კოლხური ზუთხი, შავი ზღვის ორაგული) აღდგენა-მოშენებისათვის სასელექციო მუშაობის განხორციელება; თევზების დაავადებათა საწინააღმდეგოდ პრეპარატების გამოცდა და მათი კვება-მოვლის ახალი ტექნოლოგიების გამოყენება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო-მეთოდური მასალის მომზადება/გამოცემაში. ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია განახორციელებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ რეკომენდებული თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვას და მათ შემდგომ პოპულარიზაციას.

banner
წინა სტატიაშიერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება
შემდეგი სტატიასაქართველო გენდერული თანასწორობის მიხედვით 144 ქვეყანას შორის 90-ე ადგილს იკავებს