ექსპრეზიდენტი რუსეთმა შეგვაჩერებინა პორტი, დააბრუნა გაზპრომი

,,თავს ხომ არ მოვიტყუებთ, გაზპრომის აქციონერი მოვიდა იმისთვის რომ შეეცვალა კურსი, შემოიყვანეს ”გაზპრომი”, აზერბაიჯანთან გავიფუჭეთ ურთიერთობები. 2012 წელს არა მხოლოდ ტელევიზია პიკი დაიხურა, არამედ ჩართეს სპუტნიკი, რომელიც პირდაპირ რუსული პროპაგანდაა, მერე ხალხი აღშფოთდა და გადაარქვეს და დაარქვეს რადიო ”თანამგზავრი”, ხაინდრავასი და აიძულებენ ტყველა სამარშუტოს მძღოლს ჩართონ ეს რადიო, რომელიც პირდაპირ ფილიალია რუსული რადიო სპუტნიკის. მეტი რა განმარტებები გინდათ, მივიღეთ ის, რაც მენიუში იყო შემოთავაზებული, ეს ხალხი ამ პროგრამით მოვიდა”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “კურიერთან” ინტერვიუში

“ლაზიკის პორტი რომ არ შეგვეჩერებინა 2012-ში მთელ ავღანურ ტვირთებს წამოვიღებდით ლაზიკაზე. სინგაპურიც ასე შეიქმნა ამერიკის მე-5 ფლოტის ტვირთები წამოიღო. მე ვჩქარობდი, რომ მომესწრო. ეს საქართველოს დასვამდა სტრატეგიულ რუკაზე. პორტი მოკლეს, ახლა რომ განაახლეს მშენებლობა, 4 წელწადში რომ დასრულდება ვიღას დაჭირდება. რუსეთმა შეგვაჩერებინა პორტი, დააბრუნა გაზპრომი, შემოიტანა თავისი პოლიტიკური პროპაგანდა და დასვა თავისი ხალხი.ვისაც უნდა სახელმწიფო სექტორში თავისი კდემამოსილების დადასტურება, რომ ეს ესე არ არის და ჩვენ ვემსახურებით დასავლურ კურსს, მოიტყუეთ თავი და იყავით“ – განაცხადა სააკაშვილმა ,,კურიერის“ ეთერში.

banner
წინა სტატიაშიმედვედევი: ნატო და რუსეთი ახალი ცივი ომისკენ მიექანებიან
შემდეგი სტატიამაკკეინი: “რუსეთი საქართველოს ოკუპაციას განაგრძობს”