მედვედევი: ნატო და რუსეთი ახალი ცივი ომისკენ მიექანებიან

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა ნატოსა და რუსეთს შორის არსებულ ძალიან მძიმე ურთიერთობაზე ისაუბრა მიუნჰენის კონფერენციაზე.
დღეს, 13 თებერვალს კონფერენციაზე გამოსვლისას მედვედევმა თქვა, რომ რუსეთი და დასავლეთის ქვეყნები “ახალი ცივი ომისკენ მიექანებიან”, რომელშიც მან დასავლეთი დაადანაშაულა. ის, კერძოდ, თვლის, რომ ნატოს რუსეთთან მიმართებაში არამეგობრული და ჩაკეტილი ურთიერთობა აქვს. “თითქმის ყოველ დღე აცხადებენ, რომ რუსეთის ნატოსთვის ყველაზე დიდი საშიშროებას წარმოადგენს, ხან ცალკე ევროპისთვის წარმოადგენს საშიშროებას, ხან ამერიკისთვის, ხან სხვა ქვეყნებისთვის” – განაცხადა მედვედევმა.

მისი აზრით, პრობლემა დასავლეთთან კომუნიკაციაშია. “ევროატლანტიკური უსაფრთხოების, გლობალური სტაბილურობის, რეგიონალური საშიშროებების შესახებ დიალოგია ახლა ყველაზე მთავარი. არანორმალური მგონია, რომ დიალოგი ბევრი მიმართულებით უბრალოდ გაწყდა” – დაამატა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: “საქართველო გამქრალია რადარებიდან”
შემდეგი სტატიაექსპრეზიდენტი რუსეთმა შეგვაჩერებინა პორტი, დააბრუნა გაზპრომი