„ძალა ერთობაშია“ აქცია-პატრულირებას ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა გამოეხმაურა

საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო აქტივისტების მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ აქცია-პატრულირებას ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა გამოეხმაურა.

დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ე.წ. სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომ „დღეს დაანონსებული აქციის მსგავსი ღონისძიებები საზღვრისპირა რაიონებში არის ძალიან სახიფათო, რადგან მათ შესაძლოა, პროვოკაციული ქმედებები ახლდეს, რასაც ვითარების გამწვავება მოყვება. თუ ასე მოხდა, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება ქართულ მხარეს, რადგან ისინი არ ცდილობენ ასეთი აქციების აღკვეთას“.

ჯიოევმა ასევე განაცხადა, რომ აქცია „პროპაგანდული პროვოკაციის სცენარს“ ჰგავს და იმ „დესტრუქციული მიტინგების გაგრძელებაა“, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიმართა საოკუპაციო ხაზთან.

მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრების შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, საზოგადოებრივთან საუბარში დავით ქაცარავა აცხადებს, რომ საოკუპაციო ზოლთან ისევ რჩებიან. ქაცარავას განცხადებით, აქციის ფორმატი შეიცვლება და ცვლილების დეტალები საღამოს გახდება ცნობილი.

მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ აქცია საოკუპაციო ხაზთან მხოლოდ ხურვალეთი-ყარაფილას მონაკვეთზე 18:00-დან 20:00 საათზე განხორციელდება.

banner
წინა სტატიაშისოსო ოხანაშვილი “სკაიპით” დაიკითხა
შემდეგი სტატიავინ იქნება აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი