ვინ იქნება აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის თანამდებობაზე სამი კანდიდატურა სახელდება. გავცელებული ინფორმაციით, მმართველ გუნდში ახალ გენერალურ აუდიტორად რამდენიმე კანდიდატურაზე მსჯელობენ, რომელთა შორის არიან – აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ნინო ლომჯარია, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და დედაქალაქის მოქმედი მერი დავით ნარმანია. კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდი არჩევანს  დავით ნარმანიაზე გააკეთებს, რადგან ქალაქის მერმა  თავად ბიძინა ივანიშვილისაგან  მიიღო შემოთავაზება.

 

banner
წინა სტატიაში„ძალა ერთობაშია“ აქცია-პატრულირებას ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა გამოეხმაურა
შემდეგი სტატიათეთრუაშვილი საპატრიარქოში სძულთ