დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. დოდო გუგეშაშვილი დღეს შვილის დაკრძალვაზე რეანომობილით მიიყვანეს. შვილის დაკრძალვის შემდეგ, დოდო გუგეშაშვილი კვლავ კლინიკაში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს უცნობი პირი თავს მათსავე საცხოვრებელ ბინაში დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. დოდო გუგეშაშვილის შვილი ადგილზევე გარდაიცვალა, თავად გუგეშაშვილი კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.