დიმიტრი შაშკინი: “პოლიტიკური ელიტა ახლა ყველაფერზე ლაპარაკობს გარდა ხალხისა”

საქართველოს განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი იმ უარყოფით ასპექტებზე წერს, რაც აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნას ახლავს თან

საქართველოს განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი იმ უარყოფით ასპექტებზე წერს, რაც აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნას ახლავს თანამერიკულ კორპორაციაში გატარებული 11 წლის განმავლობაში, ჩემი სამსახურის ერთ-ერთი განხრა კვლევების ანალიზი იყო. ძალიან ბევრი ქვეყნის კვლევებთან მქონდა შეხება. პირველს, რასაც მსურს NDI-ს კვლევებში ხაზი გავუსვა, არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის უკმაყოფილო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. ბევრი პოლიტიკოსი უშვებს შეცდომას, როდესაც პირველ რიგში უყურებს რეიტინგებს. რეიტინგის დასახელების დროს, ძალიან ბევრი კომპონენტი მოქმედებს ამომრჩეველზე: არის თუ არა ის ჩინოვნიკი, არის თუ არა ამ მომენტისთვის შიში რეგიონში და ასე შემდეგ. როგორც წესი, ძირითად ქვეყნებში ყველაზე ობიექტური პასუხი მოსახლეობისგან, რომელიც არის გასუფთავებული ზეგავლენის ფაქტორებისგან, არის ზუსტად ამ კითხვაზე: „ვითარდება თუ არა ქვეყანა სწორი მიმართულებით?“ როცა ამას პოზიტიურად აფასებს მხოლოდ 20 პროცენტი, ეს მთავრობსითვის ძალიან მძიმე შედეგია. ეს 20 პროცენტი რეალურად ამ ეტაპისთვის არის მთავრობის მომხრე ელექტორატი. ანუ ათიდან მხოლოდ ორი კაცი არის ბედნიერი იმით, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა. ქვეყანა და მოქალაქე ერთმანეთთან არიან გადაჯაჭვული. შესაბამისად ადამიანი ქვეყანასთან ასოცირებს საკუთარ თავს. ამ წუთისთვის, „ქართული ოცნების“ ბაზისური ელექტორატი შეადგენს 20 პროცენტს. ეს არის ის ხალხი, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო, მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რომელსაც მთავრობა ახორციელებს.
მეორე რასაც გამოვყოფდი, არის ის, რომ მოსახლეობას დღეს არ მიაჩნია მთავარ პრიორიტეტად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო არ ასრულებს თავის იდეოლოგიურ კომპონენტს. გასაგებია, რომ უმუშევრობა ყველაზე დიდი პრობლემაა, მაგრამ ყოველთვის, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის პირობებში, მეორე ადგილზე, თუ არა პირველ ადგილზე, იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ანუ ხალხი ფიქრობდა, რომ მთავრობა ასრულებდა თავის მოვალეობებს, ქვეყანას ჰქონდა სახელმწიფო იდეოლოგია და ხალხს ჰქონდა იმედი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის…
და მესამე: 20 პროცენტი მხარს უჭერს ევრაზიულ კავშირს. ბევრს ჰგონია, რომ ეს ციფრი არის დაბალი, მაგრამ იმ სიტუაციაში, როდესაც სახელმწიფო თავის ფუნქციას არ ასრულებს, ეს შესაძლოა გაიზარდოს . თან ნუ დაგავიწყდებათ, რომ 1917 წლის რევოლუციაში ყველა ისტორიკოსის დასკვნით, მონაწილეობდა მოსახლეობის მხოლოდ 8 პროცენტი და ამ 8 პროცენტმა მოუტანა არა მხოლოდ ჩვენ და რუსეთს, არამედ მთელ მსოფლიოს, დიდი უბედურება საბჭოთა კავშრის შექმნით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო თავის მოვალეობას ასრულებდეს. მესმის, რომ ისინი რეიტინგის გაზრდაზე არიან ორიენტირებულნი, მაგრამ ეს ყველაფერი ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული. თუ სახელმწფო არ შეასრულებს თავის მოვალეობას, არ გააჩერებს რუსულ პროპაგანდას თავის ქვეყანაში, და არ იზრუნებს ხალხზე, არაფერი არ გამოვა. ეს კვლევა ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა ახლა ყველაფერზე ლაპარაკობს გარდა ხალხისა. ეს შედეგები კი მიუთითებს იმაზე, რომ ხალხი გრძნობს, რომ არის მიტოვებული-ასე ეხმაინება  NDI-ის კვლევებს  თავდაცვის ყოფილი მინისტრი  დიმიტრი შაშკინი.

banner
წინა სტატიაშიფალიაშვილის ქუჩა ოფშორულ ზონაში
შემდეგი სტატიამეგაპოლისების მოყვარული კოლხი დეა „X ფაქტორში“