დიმიტრი ქუმსიშვილი: საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შესული განცხადებების 95%-ს პასუხი გაეცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს ეკონომიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შესული განცხადებების 95%-ს პასუხი გაეცა .
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
“სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ ბატონმა გიორგი კლდიაშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ასეთი შედეგი გამოდიოდა. მე უბრალოდ ციფრებს მოგახსენებთ: წლის მანძილზე სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შემოვიდა 578 მოთხოვნა, მათ შორის არის IDFI-ს 6 განცხადება, საიდანაც 548 მოთხოვნას გაეცა პასუხი, ხოლო 31 განცხადებაზე მიმდინარეობს საქმის წარმოება”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის ყველაზე გაუმჭვირვალე უწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გახდა. ამის შესახებ დღეს IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშისიღნაღში დამწვარი სახლი ამერიკელ ჯონ ვურდემანს ეკუთვნოდა
შემდეგი სტატიამარადიდის ტყეში 4 უცხოელის ცხედარია ნაპოვნი