სიღნაღში დამწვარი სახლი ამერიკელ ჯონ ვურდემანს ეკუთვნოდა

სახლი, რომელიც სიღნაღში ამ დრომდე იწვის ამერიკელ ჯონ ვურდემანს ეკუთვნის. იგი კახეთშო 1998 წლიდან ცხოვრობს და ხელმძღვანელობს მის მიერვე დაფუძნებულ კომპანიას, რომელიც ქართული ღვინის წარმოებითაა დაკავებული.

როგორც ცნობილია ვურდემანი ამ დროისთვის თბილისში იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა ხანძრის შედეგად დასავებულები.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი ხანძარი სიღნაღში ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ცეცხლი 140 კვადრატულ მეტრზეა მოდებული, რომლის ჩაქრობასაც 4 ადგილობრივი სახანძრო ბრიგადა ცდილობს. ადგილზე ასევე მობილიზებულია თელავის, წნორისა და დედოფლისწყაროს სახანძრო ბრიგადები.

banner
წინა სტატიაშისიღნაღში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ცეცხლს 4 სახანძრო ბრიგადა აქრობს
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შესული განცხადებების 95%-ს პასუხი გაეცა