დღეს ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და მილიტარიზაციის, ასევე უკანონო ბორდერიზაციის საკითხს განიხილავენ. შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ 2016 წელს მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი-ოლღის დაკავებისა და გადმოცემის საკითხიც.

13 დეკემბერს ჟენევის მოლპარაკების პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელიც ქართულმა მხარემ პოზიტიურად შეაფასა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას ინფორმაციით, პირველი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ორმხრივ ფორმატში გაიმართა.

დარსალიას ინფორმაციით, პირველ შეხვედრაზე ის საკითხები შეაჯერეს, რომლებზეც დღეს ძირითად შეხვედრაზე იმსჯელებენ. დარსალიას განცხადებით ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის, გადაადგილების შეზღუდვისა და ე. წ პასპორტიზაციის საკითხს დააყენებს.

banner
წინა სტატიაშინარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია – არასამთავრობო სექტორი პარლამენტის თავმჯდომარისთვის არგუმენტების გასაცნობად მზად არის
შემდეგი სტატიასააკაშვილის მხარდამჭერი პეტიცია და აქცია სასამართლოსთან – “ენმ”-ს გეგმები