დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა 1 მარტს 13:00 საათზე დაინიშნა

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა 1 მარტს 13:00 საათზე დაინიშნა. ამის შესახებ გადაცემა „არჩევანში“ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განცხადა.
ადვოკატის თქმით სასჯელააღსრულებისა და პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, იმას რომ მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკითხვის საშუალებას იძლევა.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მამა გიორგი მამალაძის მიერ პროკურატურის წარმომადგენლებისთვის ჩვენების მიცემის ციანიდის ნახვასთან დაკავშირებით გამოთქმულ გაკვირვებას არ აკონკრეტებს.არჩევანის ეთერში მან აღნიშნა, რომ პროკურორების გარდა კიდევ სხვა პირებიც ერევიან გამოძიებაში.

„პროკურატურის გარდა, სხვა პირებიც ახორციელებენ პროკურორების როლს. ჯერ ერთი, უდანაშაულობის პრეზუმფცია ეს ერთი ფაქტია, რომ არავის აქვს უფლება იმაზე მეტი ილაპარაკოს, რაც მის უფლებამოსილებაში შედის,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისი აზრით, პროკურატურა მამა გიორგის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მათ აუცილებლად გამოაქვეყნებდა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ არ უსაუბრიათ არანაირ განრიდებასა და ბრალის აღიარებაზე.

„ამ შემთხვევაში მაშინ გამოდის, რომ ბრალი უნდა შეუცვალონ და მკვლელობის მცდელობა მოუხსნან და საწამლავი ნივთიერების გადატანის ბრალი წაუყენონ და ამაში იდება სხვანაირი ფორმულირება,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

banner
წინა სტატიაში(video) პატრიარქისთვის ოპერაციამდე მამა გიორგი მამალაძეზე სიცრუის თქმა ბოროტება იყო
შემდეგი სტატიამოამბის ჟურნალისტი ლაშა მესხი სამსახურიდან გაუშვეს