(video) პატრიარქისთვის ოპერაციამდე მამა გიორგი მამალაძეზე სიცრუის თქმა ბოროტება იყო

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას აზრით, მამა გიორგი მამალაძის უფლებები რამდენჯერმე დაირღვა. მეუფე პეტრე მიიჩნევს, რომ მამა გიორგი ზვიადაძეს, როგორც პროტოპრესვიტერს, მამა გიორგის მამალაძე პირველს უნდა მოენახულებინა.

„მე ვფიქრობ, როგორც პირველ მღვდელს, სანამ უწმინდესი ჩამოვიდოდა, მას უნდა მოენახულებინა, მოესმინა და პატრიარქისთვის, სანამ ადვოკატები მოახსენებდნენ მამაოს საუბარს, ან მე და მეუფე ანდრია, თვითონაც უნდა მიეღო მონაწილეობა ამაში,“ – აცხადებს მეუფე პეტრე.

მისი თქმით, უწმინდესისთვის ცალმხრივი ინფორმაცია საქართველოში არ უნდა დაეხვედრებინათ. მიტროპოლიტის აზრით, პატრიარქისთვის ოპერაციამდე მამა გიორგი მამალაძეზე სიცრუის თქმა ბოროტება იყო.

https://youtu.be/YGGMd4TV4Zo

„ეს არის ბოროტება, როდესაც პატრიარქს ოპერაციის დაწყებამდე მომზადების პერიოდში ეუბნებიან, რომ მღვდელი, ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს და მითუმეტეს, ისეთი დაახლოებული პირი პატრიარქთან, როგორიც მამა გიორგია, მოდიოდა საწამლავით მის მოსაწამლად,“ – აცხადებს მეუფე პეტრე.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივა იყო, რომ მამა გიორგი მამალაძე ციხიდან გამოსულიყო. მისი თქმით, მამა გიორგის ახლა ძალიან დიდი ჯვრის ტარება უწევს.

მეუფე პეტრე ცაავას აზრით, მამა გიორგი მამალაძის საქმის თაობაზე გარკვეულ ფაქტებზე ნათელის მოფენა მედიის და კერძოდ, რუსთავი2-ის დამსახურებაა.

 

„უნდა ვაღიაროთ, რომ მედიის დამსახურება და კერძოდ თქვენი, რუსთავი2-ის, ძალიან დიდია ამ საქმეში, რა თქმა უნდა, როცა გვინდა ნათელი მოეფინოს და ვიბრძოლოთ სიმართლისათვის, მხარდაჭერა მედიის ძალიან დიდია,“ – აცხადებს მეუფე პეტრე.

მისი აზრით, ახლა საგამოძიებო და სამართალო ორგანოებს ძალიან დიდი გამოცდა ელით. მისი აზრით, საქართველოსთვის რუსთავი2-ის საქმის გადაწყვეტილებას ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.

„ორივე დგას დიდი გამოცდის წინაშე. ერთი საქმე პროკურატურისა, რომელმაც უნდა სწორად და ღირსეულად გამოიძიოს საპატრიარქოში ე.წ. სკანდალი, ციანიდის სახით და მამა გიორგის საქმის სახით და მეორე, თქვენი სასამართლო პროცესი. ვფიქრობ, რომ ეს გამოცდა ქართველმა ერმა უნდა ჩააბაროს და ამას აუცილებლად მოჰყვება ღირსეული გაგრძელება, რომელიც ყველა ქართველისთვის და ჩვენი შთამომავლებისთვის იქნება გადამწყვეტი,“ – აცხადებს მეუფე პეტრე.

 

https://youtu.be/GUxvdi85VpY

banner
წინა სტატიაში(video) რა მოხდა სინოდის სხდომაზე – მეუფე პეტრე 2011 წელს განვითარებულ მოვლენებზე
შემდეგი სტატიადეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა 1 მარტს 13:00 საათზე დაინიშნა