დავით უსუფაშვილი : 10 დღეა ვიძინებ გაურკვეველ საქართველოში

ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური სისტემის თვალსაზრისით დამუხრუჭებული საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ინგა გრიგოლიას „დღის ამბებში“ სტუმრობისას, არჩევნების შედეგების შეფასებისას განაცხადა.

„10 დღეა ვიძინებ გაურკვეველ საქართველოში. ეს საქართველო არის იმაზე უკეთესი, ვიდრე იქნებოდა, თუ ჩვენ ვერ შევძლებდით არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას. მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ მივიღეთ უკეთესი საქართველო. მე მგონია, რომ ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით შეყოვნებული საქართველო. ეს მუხრუჭი მომძლავრდება თუ საერთოდ მოიხსნება და სადღაც გადავვარდებით, უახლოეს მომავალზე და პირველ რიგში, იმათზეა დამოკიდებული, ვინც ხალხის მანდატით აღიჭურვა – სუპერ აბსოლუტური ხელისუფლების მანდატით აღიჭურვა. მათზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. დღეს ჩვენ გვესმის „ქართული ოცნების“ ბევრი წარმომადგენლის განცხადება, რომ რატომ შფოთავთ, ჩვენ ხომ ნორმალური ხალხი ვართ? მე მჯერა თითოეული მათგანის ინდივიდუალურად, მაგრამ მე ვგრძნობ ხიფათს მათი კოლექტიური ქმედებების გამო“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, მონოპოლია კარგ ადამიანებსაც ცუდი ქმედებებისკენ უბიძგებს.
„მეორე ტურში სერიოზულ ცვლილებას არ ველოდები. მე არ ვამბობ, რომ ხვალიდან დაუწყება უბედურებები საქართველოში, მაგრამ იმას ნამდვილად ვამბობ, რომ ყველა დანარჩენმა მოქალაქემ უახლოესი წლების განმავლობაში უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ის სახიფათო ვითარება, რაც შეიქმნა, მინიმუმამდე დავიყვანოთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისირიელი ამბოხებულები და ბოევიკები ალეპოდან წასვლაზე უარს ამბობენ
შემდეგი სტატია(VIDEO) ,, ქეთევან დედოფალი ჩემი დიდი ბებიაა, ასევე ვარ სააკაძის შთამომავალი”