თბილისის საპტრულო პოლიციის უფროსმა  დავით მიქიაშვილმა თანამდებობა დატოვა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აგვისტო 12, 2017 08:55

თბილისის საპტრულო პოლიციის უფროსმა  დავით მიქიაშვილმა თანამდებობა დატოვა

როგორც “თაიმერისთვის”  ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, თბილისის საპტრულო პოლიციის უფროსმა  დავით მიქიაშვილმა თანამდებობა დატოვა და გადაყვანილ იქნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსად.

შინაგან საქმეთა სამინისტრო “თაიმერის” ინფორმაციას ადასტურებს და აქვე განმარტავს, რომ როტაციის შედეგად  დავით მიქიაშვილი გადაყვანილ იქნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსად.

 

ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა საპატრულო პოლიციის “შეფის” დაქვეითების მიზეზი.გავრცელებული ინფორმაციით, მიქიაშვილი ღარიბაშვილის კადრად ითვლებოდა. დავით მიქიაშვილი  ასევე ფიგურირებდა “თაიმერის” ექსკლუზიურ სკანდალურ კადრებში, რომელიც საინფორმაციო სააგენტოს საპატრულო ეკიპაჟი 305 – გიორგი ბაბუნაშვილმა მიაწოდა.

 

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა პირველი არხის წინ მდებარე ღამის კლუბში  2014 წელს მოხდა.

ფრაგმენტი გიორგი ბაბუნაშვილის ინტერვიუდან:

“საკუთარი კამერით მყავს გადაღებული „სუსის“ თანამშრომლები, რომლებიც კლუბიდან გამოყვანილ ჩვეულებრივ მოქალაქეებს სცემენ. კადრებია, სადაც ჩანს მანქანის ნომრები და მათი სახეები, ეს საქმე იმ ღამესვე ჩაიფარცხა, არადა, სამსახურებრივი მოვალეობის აშკარად გადამეტებას ჰქონდა ადგილი, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიციის თანამშრომლებმა რიგითი მოქალაქეები უმოწყალოდ სცემეს. კამერაში ჩანს ნაცემი მოქალაქეები, ჩანს ის თანამშრომელიც, რომელიც უშუალოდ მიმითითებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დავაკავო ნაცემი მოქალაქეები, რომლის საფუძველიც იქ არ იყო. კადრებში ჩანს, რომ ვითხოვ გენერალურ ინსპექციას.კადრებში ჩანს ოპერაციის ორგანიზატორი თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი დავით მიქიაშვილი.

ამ საკითხეზე ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი პროკურატურამ მოწმის სტატუსით დაიკითხა, თუმცა ამ დრომდე შესაბამის უწყებას რეაგირება არ მოუხდენია.

 

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აგვისტო 12, 2017 08:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,691
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics