დავით ბაქრაძე : ვერც ერთი მინისტრის ადგილს ვერ ვხედავ მომავალ მთავრობაში

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 14, 2018 13:51

დავით ბაქრაძე : ვერც ერთი მინისტრის ადგილს ვერ ვხედავ მომავალ მთავრობაში

საპარლამენტო უმცირესობა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე მომავალ მთავრობაში ვერც ერთი მინისტრის ადგილს ვერ ხედავს.
,,დღევანდელი მდგომარეობით, ვერც ერთი მინისტრის ადგილს ვერ ვხედავ მომავალ მთავრობაში, ვინაიდან საქართველოში არ არის წარმატებული სფერო, რომელსაც ცვლილება და მეტი წინსვლა არ სჭირდება. რა თქმა უნდა, თუ საუბარი არის ცალკეულ გვარებზე, შემიძლია სრულად გავიზიარო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის და ზაზა სარალიძის მოთხოვნა. ეს არის კონკრეტული ადამიანები და კონკრეტული მოთხოვნები, რომელსაც ვეთანხმებით, მაგრამ მთლიანობაში გამოსავალი არის გუნდის, ხედვის, მუშაობის სტილის შეცვლასა და საქართველოში ახალი განვითარების მოტანაში,’’ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 14, 2018 13:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,160
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics