აკაკი ზოიძე : ცვლილებები სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების დაჩქარების მიზნით ხორციელდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მუშაობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ კვირიკაშვილი ერთ-ერთი ღირსეული ადამიანია, რომელიც „ემსახურებოდა ქვეყანას და არა იმსახურებდა ქვეყანას“.

ამასთან, აკაკი ზოიძის განცხადებით, მინისტრთა ახალი კაბინეტის დაკომპლექტება პრემიერის გადასაწყვეტი იქნება. კანდიდატურებზე საპარლამენტო უმრავლესობა იმსჯელებს.

,,მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება იქნება პრემიერის გადასაწყვეტი, საპარლამენტო უმრავლესობა ვიმსჯელებთ მინისტრობის კანდიდატებზე. ეს ცვლილება ხდება არა უბრალოდ საჭირო ცვლილების გამო, არამედ სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების დაჩქარების მიზნით. თვითმიზანი ეკონომიკური და სოციალური რეფორმების დაჩქარებაა. სწორედ ეს არის ძირითადი არსი ამ ცვლილებებისა. შესაბამისად, მოთხოვნაც იქნება კონკრეტული იმ რეფორმებთან და გრძელვადიან გეგმასთან დაკავშირებული, რაც მომავალ მთავრობას უნდა ჰქონდეს. “- აცხადებს ზოიძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა ტყიბულში დაღუპული მეშახტე სანდრო ბუცხრიკიძე წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე : ვერც ერთი მინისტრის ადგილს ვერ ვხედავ მომავალ მთავრობაში