ჩვენ ჩრდილოეთ კორეა ვხდებით

gvaramia_51“ჩვენ ჩრდილოეთ კორეა ვხდებით,” – რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართულ ოცნებას ექნება, თუმცა მიიჩნევს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ეს რეალობა არ დადგეს.

გადაცემა არჩევანში ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მეორე ტურში ის პრორუსული პარტიების გარდა, ყველას მისცემდა ხმას ქართული ოცნების წინააღმდეგ.

„საკონსტიტუციო უმრავლესობა განაჩენი იქნება ქართული ოცნებისთვის, იმდენად დიდი გამოწვევა იქნება მათთვის, რომელსაც ვერ უპასუხებენ. ქართული ოცნების სიას თუ გადახედავთ, ეს არის მეორედ მოსვლა. ესენი არიან კომიკური ფიგურები, არაკვალიფიციური, ერთადერთი ნიშნით შერჩეული, რომ ისინი არიან ბრმადმორწმუნე ბიძინისტები. შედგება ეს კონსტიტუციური უმრავლესობა, შეასრულებს ბრმად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის ახალ წესს დაამკვიდრებს და ვადამდე შეიყვანს მას ძალაში და ვადამდე უფლებამოსილებას შეუწყვეტს პრეზიდენტს. ექნება ყველანაირი მცდელობა, რომ გაანადგუროს რუსთავი2. ჩვენ, უბრალოდ, ჩრდილო კორეა ვხდებით ჩვენი საკონსტიტუციო უმრავლესობით და არაფორმალური ლიდერით,“ – განაცხადა ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ნამდვილად არ არის
შემდეგი სტატიაბარაკ ობამა: აშშ-ს ურთიერთობა რუსეთთან კონცენტრირებულია მის აგრესიაზე საქართველოსა და უკრაინაში