ბარაკ ობამა: აშშ-ს ურთიერთობა რუსეთთან კონცენტრირებულია მის აგრესიაზე საქართველოსა და უკრაინაში

ობამა აშშ-ში 10 ათას ლტოლვილს მიიღებს

2-1პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, აშშ-ს ურთიერთობის განვითარება რუსეთის ფედერაციასთან ძლიერ არის კონცენტრირებული მის აგრესიაზე საქართველოსა და უკრაინაში. ამის შესახებ მან განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრთან მატეო რენცისთან ერთად ვაშინგტონში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ობამას თქმით, სანამ ის გახდებოდა 2008 წელს პრეზიდენტი, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტაციის დროს რუსეთმა საქართველოში დაიპყრო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და შექმნა იქ გაყინული კონფლიქტი. მაშინ შეერთბული შტატები ცდილობდნენ შეეთავაზებინათ რუსეთისთვის უფრო კონსტრუქციული გზა ურთიერთობების განვითარებისთვის, თუმცა ორ ქვეყანას შორის დიდი სხვაობა არსებობდა ფასეულობებთან დაკავშირებით – აღნიშნა ობამამ.
ამერიკის პრეზიდენტმა, აგრეთვე, გააკრიტიკა რუსეთის პოლიტიკა სირიასთან მიმართებით. „იმის ნაცვლად, რომ ითანამშრომლოს ჩვენთან, პუტინმა გააორმაგა ასადის მხარდაჭერა“ – განაცხადა მან. ობამას თქმით, რუსეთი არის დიდი, მნიშვნელოვანი ქვეყანა შეიარაღებული ძალებით, რომლებიც მხოლოდ აშშ-ს სამხედრო ძალებს ჩამორჩება, მაგრამ რუსეთი ისე იქცევა, რომ არღვევს საერთაშორისო ნორმებს და წესებს, რაც აიძულებს ამერიკას ყურადღება გაამახვილოს ამ ქმედებებთან დაკავშირებით.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიჩვენ ჩრდილოეთ კორეა ვხდებით
შემდეგი სტატიაშსს-მ კიბერდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა