ჩინეთი აშშ-ს გატაცებულ დრონს დაუბრუნებს

ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ აშშ-ს წყალქვეშა უპილოტო დრონის გატაცება დაუდასტურა. დრონი აშშ-ს ოკეანოგრაფიულ გემს – USNS Bowditch ეკუთვნოდა, – იუწყება უწყების ოფიციალურ საიტი.
დრონი ჩინელებმა 15 დეკემბერს გაიტაცეს. ინციდენტი სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში მოხდა. USNS Bowditch-ი ამ რაიონში კვლევებს ატარებდა და დრონიც წყალქვეშ კვლევების მიზნით იყო ჩაშვებული… აცხადებენ ამერიკელები.
ჩინეთის მთავრობის განცხადებით, ჩინელმა სამხედროებმა უცნობი ობიექტი წყალქვეშ შენიშნეს და იმ მიზნით ამოიღეს, რომ სიტუაციის უსაფრთხოებაში დარწმუნებულიყვნენ. მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდნენ ჩინელი სამხედროები, რომ ეს ამერიკული უპილოტო დრონი იყო, – ირწუნება ჩინეთის მთავრობა.
მომხდართან დაკავშირებით დღეს აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კომენტარი „ტვიტერის“ საკუთარ ბლოგზე გააკეთა და მას „უპრეცენდენტო“ უწოდა. „ჩინეთი აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალებს უპილოტო დრონს პარავს საერთაშორისო წყლებში – მას წყლიდან იტაცებს და ჩინეთში მიაქვს. ეს უპრეცენდენტო ფაქტია,“ – დაწერა რესპუბლილელმა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიცილისწამებასა და შეურაცხყოფაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღება ჟურნალისტებისა და ოპოზიციისთვის იქნება ამოქმედებული
შემდეგი სტატიაპოროშენკოს რუხი კარდინალი და მოლარე – დავით ჟვანია