პოროშენკოს რუხი კარდინალი და მოლარე – დავით ჟვანია

უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტი პეტრ პოროშენკო 2014 წლის რადის არჩევნების დროს საკუთარი პარტიულ სიაში ადგილებს ფულზე ჰყიდდა და ამას საკუთარი საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელის -დავით ჟვანიას მეშვეობით აკეთებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ინფორმაციული პოლიტიკის მინისტრის მოადგილე არტიომ ბიდენკომ, უკრაინულ პრსასთან დაადასტურა ინფორმაცია, რომ 2014 წლის უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში პეტრ პოროშენკო საკუთარი ბლოკის სიაში ადგილებს ფულზე ჰყიდდა და ამის უფლებას მხოლოდ დავით ჟვანიას აძლევდა.
,,გაყიდეს 15 თუ 20 ადგილი… 5 დან 10 მილიონამდე იღებდა ჟვანია… მხოლოდ ჟვანიას ჰქონდა ეს უფლება და არავის სხვას… მეც მიკავშირდებოდნენ მაშინ ფინანსურად ძლიერი ადამიანები და მთხოვდნენ მეშოვა ადგილი… თუმცა მე ჟვანიასთან სიახლოვე არასდროს მქონია. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჟვანიას და რეალურად რუხი კარდინალი იყო,, აცხადებს მოქმედი ჩინოვნიკი და მინისტრის მოადგილე – არტიომ ბიდენკო
უკრაინის რადას დეპუტატი ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც ამჟამად ევროპას აფარებს თავს, უკრაინულ მედიასთან აცხადებს, რომ ის, 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დაარეგისტრირა… ,,მივმართე სასამართლოს და წავაგე ორი პროცესი სააპელაციოს ჩათვლით… ამის მერე მირეკავს თავად პოროშენკო, რომელიც მთავაზობს შევხდე ჟვანია… ჟვანიამ 6 მილიონი დოლარი გამომართვა და მოაგვარა ყველა საკითხი… მეორე დღესვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიხმო და დამარეგისტრირა კანდიდატად…. ეს მაშინ, როდესაც სასამართლოს ორ ინსტაციას ჩემთვის აკრძალული ჰქონდა დარეგისტრირება,, აცხადებს ონიშენკო.
შეგახსენებთ, რომ დავით ჟვანია გახლავთ თბილისში 1967 წელს დაბადებული, ქართული წარმოშობის უკრაინელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, უკრაინის რადას რამდენიმე მოწვევის დეპუტატი და საგანგებო სიტუაციების ყოფილი მინისტრი უკრაინაში, რომელიც უკრაინის ყველა ხელისუფლებასთან ახლოს იყო და წინა პარლამენტში პრეზიდენტ იანუკოვიჩის პარტიული სიით გავიდა.

banner
წინა სტატიაშიჩინეთი აშშ-ს გატაცებულ დრონს დაუბრუნებს
შემდეგი სტატია(video) ობამა: რუსეთი პატარაა, სუსტია და არაფერს აწარმოებს