ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს სკრიპალის საქმის გამო – ტერეზა მეი

ბრიტანეთი რუსეთის უშიშროები სამსახურის ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეზე ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებს – დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა – “ბიბისი” წერს. ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ მოსკოვმა სამეფოს 24 საათიან ულტიმატუმს არ უპასუხა.
დღესვე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ლონდონს ოფიციალური მოთხოვნის გაგზავნიდან 10 დღეში უპასუხებს საერთაშორისო კონვენციის თანახმად.

გუშინ გვიან გავრცელდა, რომ ლონდონი ულტიმატუმს, რომელიც გუშინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მოსკოვს წაუყენა, ძალაში ტოვებს, თუკი რუსეთი უშიშროების ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის საქმეზე განმარტებას არ გააკეთებს, “ჩვენ ბრიტანეთის პასუხს გამოვაქვეყნებთ და ის ხვალ გაიჟღერებს” – თქვა ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბორის ჯონსონმა. მან თქვა, რომ ლონდონის პოზიციას საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს. “მე შთამაგონა ჩვენი მეგობრების მზაობამ, გვაჩვენონ მხარდაჭერა და თანადგომა” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ აღნიშნული სიტუაცია უკვე განიხილა საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან, ჯონსონი კი თავის გერმანელ კოლეგას ესაუბრა, დღეს, ასევე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სკრიპალის საქმეში დიდი ალბათობით რუსეთის ხელი ურევია.

banner
წინა სტატიაშიდრო ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს და არა რუსეთის
შემდეგი სტატიაიან კელი: ნება მიბოძეთ ვთქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არ ვიცი როდის