ბიბილაშვილი:ბოკერია-უგულავას გუნდი ნიკა მელიას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას უპირებს

ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდის წევრები ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენებას გეგმავენ – ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით, ამ მიზნით აღნიშნული ჯგუფი წერილობით 5 პირის ხელმოწერით მელიას ხვალ, დილის 10:00 საათზე, პარლამენტის შენობაში იბარებს.

“საკუთარ ამომრჩეველთან ბრძოლაში დამარცხებული მცირე ჯგუფის მავნებლობა” – ასე აფასებს ამ ფაქტს ზაზა ბიბილაშვილი.

„2 დღის წინ ამ ჯგუფმა საზოგადოებისა და ამომრჩევლის ზურგს უკან, დემოკრატიული სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების ცინიკური უგულებელყოფით შეცვალა დამტკიცებული საპარლამენტო სია და იქიდან ამოიღო ის ადამიანები, რომლებიც იდგნენ სხვა აზრზე. Time out-ის ფონზე მიმდინარეობს ეს ქმედებები, ჩვენი თანამებრძოლების გარიცხვა პარტიის სიიდან. ასევე ნიკა მელიას დაბარება წერილობით ფრაქციის სხდომაზე რაღაც ამხანაგური სასამართლოს მოსაწყობად. რაც შეეხება კომპრომისის შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ამ კონფლიქტის საჯარო გამოსვლიდან ყველა ეტაპზე, პარტიის უმრავლესობის წარმომადგენელი ჯგუფი ცდილობდა კომპრომისის მიღწევას და ეს კომპრომისი იქნა უგულებელყოფილი. ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, თუმცა არა ჩვენი ამომრჩევლების, მხარდამჭერებისა და ჩვენი პრინციპების ხარჯზე,“ – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: ადამიანმა სწორედ ამ დღეს მამა დაკრძალა და ასეთ დროს მტერსაც კი თანავუგრძნობთ ხოლმე
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორის საცხოვრებელი სახლის დაიწვა