მანანა კობახიძე: ადამიანმა სწორედ ამ დღეს მამა დაკრძალა და ასეთ დროს მტერსაც კი თანავუგრძნობთ ხოლმე

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მანანა კობახიძის განცხადებით, არცერთ შემთხვევაში ძალადობას გამართლება არ აქვს.

ამის შესახებ მანანა კობახიძე „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე თავდასხმის შეფასებისას, სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

“სამწუხაროა, რაც მოხდა, ორმაგად სამწუხარო, რადგან, თურმე ადამიანმა სწორედ ამ დღეს მამა დაკრძალა და ასეთ დროს მტერსაც კი თანავუგრძნობთ ხოლმე.

არცერთ შემთხვევაში, ძალადობას გამართლება არა აქვს, ეს დანაშაულია და დასჯადია. ჩვენ ნუ დავემსგავსებით მათ, ვისაც უსამართლობის გამო ვებრძოდით და ვინც, საზოგადოებამ სწორედ, ადამიანებზე ძალადობის და უსაზღვრო ცინიზმის გამო ჩამოაშორა ხელისუფლებას.

კანონის წინაშე პასუხს აგებს ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის. აი, “ფეხქვეშ მიწის წვის” მუქარით კი, სამწუხაროდ, თავადვე, ისევ იმ დროს ახსენებენ საზოგადოებას, მართლა მიწა რომ იწვოდა ათასობით დაპატიმრებული, ნაწამები, დასახიჩრებული, გაუბედურებული ადამიანის და მათი ოჯახის წევრების ფეხქვეშ, რაც არამგონია მართებული იყოს და ხელს ნამდვილად არ უწყობს ამ მძიმე წარსულის დავიწყებას თუ პატიებას”,- წერს მანანა კობახიძე.

banner
წინა სტატიაშირატი გაჩეჩილაძის ადვოკატი ნიკა გვარამიაზე განხორციელებული თავდასხმის მოტივზე საუბრობს
შემდეგი სტატიაბიბილაშვილი:ბოკერია-უგულავას გუნდი ნიკა მელიას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას უპირებს