ბელგიაში მოზარდები დააკავეს, რომლებიც საშობაოდ აფეთქებებს გეგმავდნენ

ბელგიის პოლიციამ ათი მოზარდი დააკავა, რომლებიც საშობაო დღესასწაულებზე ქვეყანაში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ – დღეს Laatste Nieuws-ი ავრცელებს.
მოზარდებმა ინსტრუქციები ქსელით ვიდეო-რგოლების სახით მიიღეს, სადაც “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკები დაწვრილებით ინსტრუქციებს იძლევიან ტერაქტის ჩასატარებლად, კერძოდ, კი, ასაფეთქებელი ნივთიერებების დასამზადებლად.
გამოცემას ინფორმაცია ქვეყნის ფედერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ერიკ ვან დერ სიპტმა დაუდასტურა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ტერორისტულმა ორგანიზაციამ უკანასკნელ პერიოდებში სტრატეგია შეცვალა და ისინი ევროპაში მყოფი მოზარდების რეგულარულ გადაბირებას ეწევიან ტერაქტებისათვის.

banner
წინა სტატიაშიირანი, თურქეთი და რუსეთი სირიის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ
შემდეგი სტატიატრამპმა ჩინელების მიერ ამერიკელების წყალქვეშა დრონის დაკავებას “უპრეცენდენტო” უწოდა