(video) აშშ-ის არმიის ძირითადი საბრძოლო ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები საქართველოსკენ მოემართება

აშშ-ის არმიის ძირითადი საბრძოლო ტანკები „აბრამსი” და ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი” საქართველოსკენ „ღირსეული პარტნიორი”-ს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობისათვის მოემართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ღირსეული პარტნიორი” 11-დან 26 მაისის ჩათვლით ვაზიანის საწვრთნელ პოლიგონზე გაიმართება. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 500-მდე სამხედრო მოსამსახურე, აგრეთვე, გაერთიანებული სამეფოს 150 და აშშ-ის 650 სამხედრო.

https://youtu.be/NLiOL3SPkbI

banner
წინა სტატიაშისაქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის ახალი სახელფასო ბარათი – ARMY CARD დამზადდება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: თქვენ აძლიერებთ ჩვენი ქვეყნის იმიჯს, გლობალურ სტაბილურობას და წინ სწევთ ჩვენს ქვეყანას