არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 13, 2018 15:36

არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

70-მდე გამართული ღონისძიება – საჯარო ლექციები, უცხოეთიდან მოწვეული  პროფესორების ვორქშოპები და ტრენინგები, ორი საერთაშორისო კონფერენცია, ახალი საერთაშორისო პერტნიორები, ელჩების ვიზიტები, დასაქმების ფორუმი, ზამთრის სკოლები, 30-ზე მეტი გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი ინგლისურენოვანი არქტიტექტურის პროგრამა  – ეს იმ აქტივობების ჩამონათვალია, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა შემოდგომის სემესტრში განახორციელა.

ახალ 2018-2019 სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყებს უნივერსიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს აუცილებელი თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური არქიტექტორის მომზადებას. ამ ეტაპზე, პროგრამა უნიკალურია, ვინაიდან აკრედიტებულ პროგრამებს შორის ერთადერთი ინგლისურენოვანია.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია არქიტექტორის პროფესიისათვის აუცილებელი საფუძვლიანი თეორიული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი არქიტექტურის ბაკალავრის მომზადება და სტუდენტთა უზრუნველყოფა პრაქტიკული გამოცდილებით.

”არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შემდეგ, კურსდამთავრებული შეიძენს ფუნდამენტურ ცოდნას არქიტექტურულ პროექტირებაში, ასევე, ექნება ცოდნა საერთაშორისო სამშენებლო ნორმების, შენობათა ტექნოლოგიების, არქიტექტურული ფიზიკის პრინციპების უახლესი კვლევითი მიღწევების, თანამედროვე კონსტრუქციების არქიტექტურული ელემენტების, არქიტექტურის ისტორიისა და თეორიის, მდგრადი არქიტექტურის პრინციპებისა და პროექტირების ავტომატიზირებული სისტემების საფუძვლების ცოდნის შესახებ“ – განმარტავს პროგრამის კოორდინატორი გიორგი წანაწყენიშვილი. მისივე თქმით, უნივერსიტეტს გააჩნია სპეციალურად არქიტექტურის სპეციალობისათვის აღჭურვილი აუდიტორია – სტუდია და პროგრამისათვის საჭირო ყველანაირი ატრიბუტი.

საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმები იძლევა პროგრამის განვითარების პერსპექტივას. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დააკვირდნენ პრაქტიკულ, შემოქმედებით და ადმინისტრაციულ პროცესს, ჩაერთონ მასში და მიიღონ პროფესიული საქმიანობის ორგანიზების გამოცდილება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის ილიას ჩილოღლუს თქმით, ახალი პროგრამა ახალ სიცოცხლეს შესძენს IBSU-ს და ეს პროცესი ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტი წინსვლასა და მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული:

-’’აღნიშნულ პროგრამაზე მოთხოვნა იყო. ვინაიდან, დღეს საქართველოში არქიტექტურულ საპროექტო დოკუმენტაციას ინგლისურ ენაზე სულ უფროდაუფრო ხშირად არის საჭირო. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ სამშენებლო ბიზნესში ბაზრის  დიდი წილი სწორედ  უცხოურ კომპანიებსა და უცხოურ ინვესტიციებს უჭირავს. შესაბამისად, საჭიროა სპეციალისტები, რომელთაც არქიტექტურული განათლება ინგლისურ ენაზე ექნებათ.“

აღსანიშნავია, რომ პროგრამის მომზადებაში  ჩართულ  ლექტორ-მასწავლებლებს შორისაა რამდენიმე ევროპული არქიტექტურული სკოლის პროფესორი რაც პროგრამის თანამედროვეობას და ინტერნაციონალიზმს განაპირობებს.

 

 

 

 

 

 

 

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 13, 2018 15:36

დღის ფოტო

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,330
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics