ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლობარგის საბავშვო ბაღიდან საკვები პროდუქტები მოიპარეს.
ამის შესახებ ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.
შემთხვევა 8 თებერვალს, სავარაუდოდ ღამე მოხდა.
ბაღიდან მხოლოდ საკვები პროდუქტებია წაღებული.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, საქმეზე ერთი ადამიანია მხილებული და მას ეძებენ.