არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპული ახალგაზრდული ცენტრი“ ახალ სოციალოგიურ კვლევას იწყებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპული ახალგაზრდული ცენტრი“ ახალ სოციალოგიურ კვლევას იწყებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპული ახალგაზრდული ცენტრი“ ახალ სოციალოგიურ კვლევას იწყებს, რომელშიც ჩაერთვებიან 15-18 წლის ახალგაზრდები. კვლევის მიზანია, გამოკვეთოს ახალგაზრდების შეხედულება ნატო-სა და ევროკავშირის, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ.
ასევე, კვლევა შეაფასებს ახალგაზრდების ჩართულობასა და ახალგაზრდული კვლევების მუშაობას სკოლებისა და უნივერსიტეტების ბაზებზე ევრო-ატლანტიკური საკითხების მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ კვლევა ორგანიზაცია „ევროპული ახალგაზრდული ცენტრის“ ორგანიზებით წელიწადში ორჯერ იმართება. ის 31 მარტს დაიწყება და 15 აპრილს დასრულდება. კვლევის შედეგების პრეზენტაცია კი 20 აპრილს მოხდება.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიაში ტაქსების რეგულირების სამუშაო დოკუმენტი განიხილეს
შემდეგი სტატიაპროკურატურაში იმ პირთა გამოკითხვა უკვე დასრულდა, ვინც დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები სოციალური ქსელის მეშვეობით მიიღეს