აქციები მიიღებს პერმანენტულ სახეს მანამდე, სანამ ქვეყანაშ სიტყვის თავისუფლება არ იქნება დაცული

რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია უზენაეს სასამართლოსთან გრძელდება. მასში მონაწილეობას 8 პოლიტიკური პარტია იღებს. პაატა დავითაიას განცხადებით, აქციები მიიღებს პერმანენტულ სახეს მანამდე, სანამ ქვეყანაშ სიტყვის თავისუფლება არ იქნება დაცული:

„რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად, უნდა იყოს შექმნილი ისეთი სიტუაცია, რომ არ იყოს ერთჯერადი, არამედ პერმანენტული მანამდე, სანამ ჩვენ არ გავიმარჯვებთ, სანამ სიტყვის თავისუფლება დაცული არ იქნება. მოხერხდა ის, რომ შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც შედგება რვა პოლიტიკური პარტიისაგან, რომლებიც იმოქმედებენ კოორდინაციაში და ყველაფერს გააკეთებენ, სანამ გამარჯვება მიღწეული არ იქნება“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სივრცე სადაც შეგვეძლება ვისაუბროთ თავისულად იმ პრობლემებზე ,რომელიც ქვეყანაში არის
შემდეგი სტატიამნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა და ჩართულობა არხის გადარჩენის პროცესში