ამერიკამ კორეის ნაპირებთან ფლოტი გააგზავნა

ჩრდილოეთ კორეის დაუსრულებელი სარაკეტო გამოცდების გამო ამერიკის ფლოტმა, ატომურ ავიამზიდ “კარლ ვინსონის” მეთაურობით, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში გადაადგილების შესახებ ბრძანება მიიღო. “რეგიონში ნომერ პირველი საფრთხე ჩრდილოეთ კორეაა, გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო დესტაბილიზაციის შემქმნელი სარაკეტო პროგრამის გამო ” – განაცხადა აშშ-ს წყნარი ოკეანის ფლოტის სარდლობის პრეს-მდივანმა დევიდ ბენხემმა. “კარლ ვინსონის” გაგზავნას მან “წინდახედულობის გამოჩენა” და “მუდმივ მზაობაში ყოფნა” უწოდა.
მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას უფლებას არ მისცემს ამერიკას საფრთხე შეუქმნას – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიეგვიპტეში ეკლესიასთან მომხდარ აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაშვედ პოლიციელებს ათობით ახალგაზრდამ მოლოტოვის კოქტეილი და ქვები ესროლა