“ალიქ მედია” “თაიმერის” ინფორმაციას ეხმაურება

“ალიქ მედია” დაუკავშირდა სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს სამსონ გალსტიანს, რათა დააზუსტოს გავრცელებული ინფორმაცია “აფხაზური პასპორტით სომხეთის საზღვრის გადაკვეთის” შესახებ.

ბატონი გალსტიან, ქართული მედიაში პუბლიკაციები გამოჩნდა, რომლის მიხედვითაც მოქალაქემ “აფხაზური პასპორტით” სომხეთის საზღვარი გადაკვეთა. ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას?

“ჩვენ გავეცანით ზემოთ აღნიშნულ ქართული პრესის პუბლიკაციებს. გამოძიება ხორციელდება მათი ნამდვილობის შესამოწმებლად. ჩვენ შედეგების შესახებ ქართულ პარტნიორებს შევატყობინებთ,” განაცხადა გალსტიანმა.

აღსანიშნავია, რომ 25 მაისს, გვიან ღამით timer.geიმ გამოაქვეყნა სტატია სათაურით “სომხეთში აფხაზური პასპორტი აღიარეს” . საინფორმაციო ვებ-გვერდი წერს, რომ “მაშინ, როდესაც თბილისში სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარგსიანს გულთბილად მასპინძლობენ, თავად სომხეთში აფხაზეთის სეპარატისტული და ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა ფაქტიურად აღიარეს.

წყარო: “ალიქ მედია”

banner
წინა სტატიაშიძლიერი ჭექა-ქუხილი ბრიტანეთში – 15 ათასი ელჭექი ოთხ საათში (ფოტო)
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერთან დაკავშირებით