სომხეთში აფხაზური პასპორტი აღიარეს

მაშინ, როდესაც თბილისში სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს გულთბილად მასწპინძლობენ, თავად სომხეთში აფხაზეთის სეპარატისტული და ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა ფაქტიურად აღიარეს.
,,თაიმერს,, აფხაზეთიდან საინტერესო ინფორმაცია მოაწოდეს, რომელიც სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში,, აფხაზი მომხმარებლის, ვინმე ხამიდა არჯენიას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს და ვიდეოს შეეხებოდა და რომელიც აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტით, ამ პიროვნების მიერ ადლერიდან ერევანში თვითმფრინავით ჩასვლას, იქ აფხაზური პასპორტით სასაზღვრო კონტროლის გავლას და ერევანში დასვენებას ასახავს.
როგორც ჩანს, ქალბატონ ხამიდა არჯენიას ვიღაცამ შეახსენა, რომ არაღიარებული ქვეყნის პასპორტის ფოტოს გამოქვეყნება, სადაც საზღვრის გადაკვეთის შტამპები იყო აღბეჭდილი, არც თუ სწორი საქციელი იყო და მან ეს ფოტო სასწრაფოდ წაშალა, თუმცა, ,,თაიმერმა,, გამოქვეყნებული ფოტოს სქრინშოტის აღება მოასწრო და მკითხველს სხვა ფოტოებთან და ვიდეოსთან ვთავაზობთ.

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

https://youtu.be/mYlGV-JmYBg

banner
წინა სტატიაშიევროკავშირში პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონი დღეიდან ამოქმედდა
შემდეგი სტატიანატო და ევროკავშირი რუსეთს “ბოინგის” კატასტროფასთან დაკავშირებით ბრალის აღიარებისკენ მოუწოდებს