ახალი საარჩევნო სისტემა საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობას გამორიცხავს-კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით შეთავაზებული საარჩევნო სისტემა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნას პრაქტიკულად გამორიცხავს.

“საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შემოთავაზებულია ფუნდამენტური ცვლილება – შემოთავაზებულია დღევანდელი შერეული სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა თავისი ელემენტებით, რასაც თავისი მყარი დასაბუთება აქვს. რაც მთავარია, შემოთავაზებული ვარიანტი არის საუკეთესო ბალანსი ორ ძირითად ინტერსს შორის – ეს არის პლურალიზმის და სტაბილურობის ინტერესი. ახალი მოდელი გამორიცხავს ძალიან მაღალი უმრავლესობის ჩამოყალიბებას და პრაქტიკულად გამორიცავს საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩამოყალიბებას. წარსულში გარკვეული რისკები უკავშირდებოდა ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობას. ეს არის ძალიან ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც ასახულია წარმოდგენილ პროექტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, “ჯეროვნად არის მოწესრიგებული ურთიერთობები პარლამენტსა და მთავრობას შორის, რაც არსებული კონსტიტუციის სუსტი მხარეა“.

banner
წინა სტატიაშიგარემოვაჭრეები საკრებულოსთან აქციას მართავენ
შემდეგი სტატიასასამართლოს დარღვევები არ დაუდგენია, ასეთ გადაწყვეტილება არ არსებობს…მორიგება შედგა- ხიდაშელი ძოძუაშვილის საქმეზე