გარემოვაჭრეები საკრებულოსთან აქციას მართავენ

“მოვითხოვთ მოწესრიგებული გარევაჭრობის დაკანონებას”, “მოვითხოვთ ევროპულ გარევაჭრობას”, – ამ ლოზუნგებით გარემოვაჭრეები საკრებულოსთან აქციას მართავენ. ისინი აპირებენ, რომ დავით ნარმანიას, რომელიც საკრებულოში 16:00 საათზე უნდა მოვიდეს სირცხვილის დერეფანი მოუწყონ.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ მერიამ დანაპირები არ შეასრულა, სხვადასხვა ბაზრობაზე მათ უფასოდ დახლებს არ უთმობენ და გადასახადის გადახდას სთხოვენ. თუმცა მოვაჭრეების მთავარი მოთხოვნა მაინც გარეთ, ცივილიზებული დახლების მოწყობაა. ისინი ასევე ამბობენ, რომ გარევაჭრობა მხოლოდ რამდენიმე ადგილზე აიკრძალა, რაც უსამართლობაა, რადგან სახელმწიფოს ერთიანი მიდგომა უნდა ჰქონდეს.

თბილისის მერიამ გარევაჭრობის წინააღმდეგ ზომების მიღება 19 მარტიდან დაიწყო. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გარევაჭრობა აიკრძალა ბარათაშვილის ქუჩასა და კოლმეურნეობის მოედანზე, მარჯანიშვილის მეტროსთან, სადგურის, დინამოსა და გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, რასაც გარემოვაჭრეთა პროტესტი მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ვაჭრობა არ უნდათ, რადგან სალარო აპარატის გამოყენება მოუწევთ და ამ შემთხვევაში მათ მოგება არ დარჩებათ. თბილისის მერია კი ამბობს, რომ გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის უფლებას აღარ მისცემს.

banner
წინა სტატიაშიამ ეტაპზე იმის თქმა, რომ საქართველოს საზღვრებიდან გადავიდა ”იგლას” ტიპის საზენიტო დანადგარები, არასწორია
შემდეგი სტატიაახალი საარჩევნო სისტემა საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობას გამორიცხავს-კობახიძე