“ადამიანებს არ აქვთ საშუალება იყიდონ ძალიან ძვირი წამლები,“ – გიგი წერეთელი

სოციალურად დაუცველებისთვის მოხსნილი დახმარება, საყოველთაო ჯანდაცვის გამოწვევები და გაძვირებული მედიკამენტები – ეს არის იმ თემების არასრული ჩამონათვალი, რაზეც ოპოზიციას კითხვები აქვს ჯანდაცვის მინისტრთან.

„ქვეყანაში არ არის ეკონომიკური განვითარება და თანხები არ ყოფნის ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას. ადამიანებს არ აქვთ საშუალება იყიდონ ძალიან ძვირი წამლები,“ – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ამავე საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

„ყველა კითხვაზე შევეცდებით, რომ გავცეთ პასუხი,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პარლამენტში ანგარიშს წარადგენს.

banner
წინა სტატიაშიკოჯორში მიწაში მამაკაცის ცხედრის პოვნასთან დაკავშირებული ახალი დეტალები გაირკვა
შემდეგი სტატია“რა გეგმები აქვს მიმდინარე წელს ჯანდაცვის სამინისტროს”, – დავით სერგეენკო პარლამენტში ანგარიშს წარადგენს