კოჯორში მიწაში მამაკაცის ცხედრის პოვნასთან დაკავშირებული ახალი დეტალები გაირკვა

news
ავტ.: news აპრილი 20, 2016 12:55

კოჯორში მიწაში მამაკაცის ცხედრის პოვნასთან დაკავშირებული ახალი დეტალები გაირკვა

კოჯორში, ბარათაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მიწაში მამაკაცის ცხედრის პოვნასთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრობენ. მათი განცხადებით, სამართალდამცავები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს სამართალდამცავებს ადგილზე ერთი პირი ჰყავდათ მოყვანილი, რომელიც, სავარაუდოდ, თავად საქმეში ბრალდებულია.როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცის გვამი ეზოში ჩამარხული კასრიდან ამოიღეს. მათივე თქმით, ცხედარი პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული, კვალის გაქრობის მიზნით კი მჟავა ჰქონდა მოსხმული.
”თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედა-შვილის ცხედარი იქნა ნაპოვნი, თუმცა შემდეგ თქვეს, რომ ცხედარი ახალგაზრდა მამაკაცის აღმოჩნდა”, -აცხადებენ ადგილობრივები.
ისინი ამ შემთხვევას, 2014 წელს მომხდარ ყაჩაღობას უკავშირებენ, რის შედეგადაც დედა-შვილი გაუჩინარდა. დედა თემქაზე ყელგამოჭრილი იპოვეს, შვილის კვალს კი სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებდნენ.

news
ავტ.: news აპრილი 20, 2016 12:55