ექსკლუზივი: გიორგი ბაბუნაშვილს მოქმედი მაღალჩინოსანი ემუქრება

ყოფილ პოლიციელს, სკანდალური ჩანაწერების ავტორს გიორგი ბაბუნაშვილს ემუქრებიან. როგორც რამდენიმე წუთის წინ  ბაბუნაშვილმა ,,თაიმერს” ექსკლუზიურად განუცხადა, მას შემდეგ  რაც მისი ინტერვიუ ,,თაიმერმა” გამოაქვეყნა,  მისი მისამართით მუქარის შემცველი მესიჯები და წერილები არ წყდება, რომელთა საერთო  შინაარსი შემდეგია ,, არ გინდა საქართველოში ჩამოხვიდე ბიჭო”?!

ბაბუნაშვილის ინფორმაციით მუქარის  ერთ–ერთი ავტორი მოქმედი მაღალჩინოსანია, თუმცა ბაბუნაშვილი მისი ვინაობის დასახელებისგან ჯერ–ჯერობით თავს იკავებს.

დღესვე ბაბუნაშვილის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს  ფრაქცია “ქართული ოცნების”  თავმჯდომარე გია ვოლსკიც გამოეხმაურა. ვოლსკი ირწმუნებოდა რომ ბაბუნაშვილს არავინ შეეხებოდა და მას ქვეყანა არ უნდა დაეტოვებინა. ,,პირიქით პოპულარული გახდებოდა”– განაცხადა ვოლსკმა.

banner
წინა სტატიაში2016 წლის 1-ელ აპრილამდე გაზზე მომუშავე მძღოლებმა უსაფრთხოების კუთხით ინსპექტირება უნდა გაიარონ
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი ბარაკ ობამასა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო