“ამბასადორიალის” ფარგლებში სხდომას გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, კახა იმნაძე ესწრება. მან მედიასთან საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის გაეროში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ პრეზიდენტისა და პრემიერის ვიზიტები შედგება, მოსამზადებელ საკითხთან დაკავშირებით კი ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.
“კონკრეტულად რა შეხვედრები გაიმართება ნიუ-იორკში 15 სექტემბრის შემდეგ დაზუსტდება. გარკვეული მოთხოვნები გვაქვს, რომელიც სხვა მეგობარ სახელმწიფოებს გავუგზავნეთ. მათ შეხვედრების თავიანთი მოთხოვნები აქვთ. 200-მდე სახელმწიფომ თავიანთი უმაღლესი დონის დელეგაციის გრაფიკი უნდა შეაჯეროს, ასე რომ, ეს ერთ დღესა და კვირაში არ ხდება. დარეგისტრირებულნი არიან პრემიერიც, პრეზიდენტიც,“- განაცხადა კახა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.