კახა იმნაძე: პრეზიდენტისა და პრემიერის გაეროში ვიზიტებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველო არ თვლის აუცილებლობას პირდაპირი დიალოგი დაიწყოს აფხაზეთთან და სამხეთ ოსეთთან

“ამბასადორიალის” ფარგლებში სხდომას გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, კახა იმნაძე ესწრება. მან მედიასთან საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის გაეროში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ პრეზიდენტისა და პრემიერის ვიზიტები შედგება, მოსამზადებელ საკითხთან დაკავშირებით კი ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.

“კონკრეტულად რა შეხვედრები გაიმართება ნიუ-იორკში 15 სექტემბრის შემდეგ დაზუსტდება. გარკვეული მოთხოვნები გვაქვს, რომელიც სხვა მეგობარ სახელმწიფოებს გავუგზავნეთ. მათ შეხვედრების თავიანთი მოთხოვნები აქვთ. 200-მდე სახელმწიფომ თავიანთი უმაღლესი დონის დელეგაციის გრაფიკი უნდა შეაჯეროს, ასე რომ, ეს ერთ დღესა და კვირაში არ ხდება. დარეგისტრირებულნი არიან პრემიერიც, პრეზიდენტიც,“- განაცხადა კახა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: საკმარისია უცხოეთში წავიდეთ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება საქართველოში
შემდეგი სტატიაუჩა ნანუაშვილი: ამბასადორიალზე საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ვისაუბრებ