“21 მარტს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება,”- ეს განცხადება ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი აქციის შესახებ საუბრისას გააკეთა.
“ის დრო დასრულდა, როცა განსხვავებული აზრი იდევნებოდა. აქციის გამართვის უფლება აქვს ყველას. განსახვავებული აზრის გამო არავის გადევნიან. ის დრო დასრულდა, როცა განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს ხელკეტებით სცემდნენ, ოჯახებს უწიოკებდნენ და ციხეში აუპატიურებდნენ. მინდა, ვუთხრა ნაციონალურ მოძრაობას, რომ ეს დრო აღარასდროს დაბრუნდება,” – აცხადებს კახა კალაძე.